logo
ENG



მთავრობამ "რიყის დოქების" ფასი ისევ დაწია

30 აპრ 202112:27
3 წუთის საკითხავი
 
მთავრობამ "რიყის დოქების" ფასი ისევ დაწია

მთავრობა რიყის დოქებს აუქციონზე ისევ ყიდის. ამჯერად, ფასი კიდევ უფრო დაბალია - საწყისი ფასი 47,5 მლნ ლარს შეადგენს, ბიჯი კი 20 000 ლარი. ახალი აუქციონი 29 აპრილს დაიწყო და 17 მაისს დასრულდება.

ეკონომიკის სამინისტრომ  "რიყის დოქები" 30 მარტს გაიტანა გასაყიდად, თუმცა აუქციონი მაშინაც უშედეგოდ დასრულდა. სამინისტრო ობიექტს პროგრამა "100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, 71 250 000 ლარად ყიდდა.

რიყის პარკში 14 591მ2-ზე განთავსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა, ე.წ. რიყის დოქები უკვე მეორე წელია უშედეგოდ იყიდება. 

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რიყის დოქები, მრავალფუნქციური კომპლექსის მოწყობის მიზნით, ელექტრონულ აუქციონზე 2021 წლის თებერვალშიც გამოიტანა. 

პირველ აუქციონთან შედარებით მისი საწყისი ღირებულება 71 250 000 ლარამდე შემცირდა, თუმცა ობიექტი ვერ გაიყიდა.

თავდაპირველად, რიყის დოქები, 2020 წლის 5 თებერვალს აუქციონზე 95 მლნ. ლარად იყო გამოტანილი.


close დახურვა